• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე - დაშავებულია 2 ადამიანი

რუსთავი-ლილოს გზაზე ერთმანეთს „ფოლცვაგენისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინოი დახმარების ეკიპაჟები. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


თეგები :