• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

დედოფლისწყაროში 65 წლის ქალი მოკლეს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ქალი მარტო ცხოვრობდა. ახლობლებმა ის მას შემდეგ მოიკითხეს, რაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მეზობლების ინფორმაციით, ქალს ხელები დამტვრეული აქვს და სხეულის დაზიანებები აღენიშნება.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2018 წელს 22 ქალი მოკლეს, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7. გასულ წელს რეგისტრირებულია ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტი, საიდანაც 11 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი.


თეგები :