• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს განათლების, მეცენიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ განათლების რეფორმას უფრო სწრაფი და ეფექტიანი განვითარება სჭირდება.

პრემიერს არ ბატიაშილის შემცვლელი არ დაუსახელებელია. ასევე უცნობია, სად გააგრძელებს მოღვაწეობას მიხეილ ბატიაშვილი.


თეგები :