• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

გახარიამ ბახტაძის კადრი გაუშვა - სად მიდის ბატიაშვილი და რა ხდება მთავრობაში?

მთავრობის ის წევრები, რომლებიც ყოფილი პრემიერის - მამუკა ბახტაძის კადრებად ითვლებოდნენ, თანამდებობებს ტოვებენ. 

მაგალითად: დღეს, თითქოსდა პირადი განცხადების საფუძველზე მინისტრის პოსტი დატოვა განთლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა. 

მთავრობის სხდომაზე გახარიამ განაცხადა რომ ბატიაშვილმა მას გათავისუფლების შესახებ თხოვნა გაუგზავნა, რაც დაკმაყოფილდა. 

თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, ბატიაშვილი განათლების რეფორმის შესახებ ვრცელ დოკუმენტაციას ამზადებდა, რაც იმაზე მიუთითებს რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა და კი არ გადადგა - მოხსნეს. 

ბატიაშვილი, გახარიასთან ერთად 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნების წინ განხორციელებულ რეპრესიებში აქტიურად მონაწილეობდა, რასაც ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას სიცოცხლე შეეწირა. 

კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, პროკურორმა დარჯანიამ გამოძიება ცოტა ხნის წინ ისე შეწყვიტა რომ ვერც ბატიაშვილის პასუხისმგებლობა დაინახა და ვერც სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიასი.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ ბახტაძეს, ის სუსსა და ფინანსურ პოლიციაში დაწყებულ გამოძიებას (რომელიც საკუნის ძარცვასა და ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონის მოპარვის ფაქტებს უკავშირდება) გაერიდა და უკვე რამდენიმე თვეა ამერიკაში იმყოფება. 

ყალბი დღგ-ბის გამოყენებით ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გამოძიება ამ წუთებშიც გრძელდება. დაკავებულია ათეულობით ბიზნესმენი, თუმცა, ბრალი არ წარდგენიათ მთავარ კორუფციონერებს: ოთარ ფარცხალაძეს, მამუკა ბახტაძესა და ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს.


თეგები :