• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

"ქაშუეთის ტაძარში მღვდელმა არასრულწლოვან გოგონას ხელი შეუცურა კაბაში, მაინტერესებდა, კალგოტკა გეცვა თუ არაო"

მამა გიორგი სხილაძის განცხადებით, პირადად პატრიარქს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე სასულიერო პირის შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა, სადაც მათი კრიმინალური ისტორიები იყო აღწერილი. 

სასულიერო პირის კომენტარს "რუსთავი2" ავრცელებს.

"გადაეგზავნა პირადად პატრიარქს, 4 სასულიერო პირზე კრიმინალური დოსიე, რომელიც შედგენილია შესაბამისი ორგანოების მიერ, გამოძიების შედეგად და უნდა ყოფილიყო შესაბამისი რეაგირება... თქვენ გსმენიათ, რომ ვინმე სასულიერო პირი ამის შედეგად განკვეთეს? აქ სხვადასხვა დანაშაულზეა საუბარი, მაგალითად, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე...

ერთი სასულიერო პირი პედოფილობაში შემიძლია ვამხილო. ქაშუეთის ტაძარში მღვდელმა ბავშვს ხელი შეუცურა კაბაში, გოგონას და გოგონა როდესაც შეშფოთდა, მღვდელმა უთხრა, მაინტერესებდა კალგოტკა გეცვა თუ არაო. სიტყვა-სიტყვით გეუბნებით“ - აცხადებს მამა გიორგი სხილაძე. 


თეგები :