• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარებას მუშა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

„30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ბრიგადას იგი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. დაღუპული მეოთხე სართულზე სავარაუდოდ ბინას არემონტებდა. კორპუსი მშენებარე არ არის“, – განაცხადა ბადრი პაქსაძემ.

მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.


თეგები :