• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

"ადამიანების გატაცებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის ნორმალიზაციის პოლიტიკა სრულიად წარუმატებელი იყო"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მორიგი გატაცებას საკანონმდებლო ორგანოში ეხმაურებიან. ოპოზიციის აზრით, ოკუპანტების თავნებობის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკაა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ადამიანების გატაცებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის ნორმალიზაციის პოლიტიკა სრულიად წარუმატებელი იყო.

"ერთადერთი წარმატებული პოლიტიკა, რაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, ეს არის  საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი სოფელ ქვეშთან, საკუთარი ნაკვეთიდან გუშინ გაიტაცეს.


თეგები :