• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

მამა გიორგი სხილაძის მიმართ მუქარაზე გამოძიება დაიწყო

მამა გიორგი სხილაძის მიმართ მუქარის შესახებ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

6 ნოემბერს, მამა გიორგი სხილაძემ თქვა, რომ ემუქრებიან და პროკურატურას საჯაროდ მიმართა. 

5 ნოემბერს საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ, მეუფე ზოსიმე 1988 სასულიერო სემინარიის სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. იმ დროს ზოსიმე სემინარიის დირექტორი იყო. მეუფე ზოსიმემ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.


თეგები :