• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

ქობულეთში დედამ, რომელსაც საკუთარმა ვაჟმა ორჯერ სცემა, სასამართლოზე შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა გიორგი ს.-ს, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედებოდა ბრალად. პროკურატურის ვერსიით, გიორგიმ ორჯერ სცემა საკუთარ დედას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დედას ხელი მკერდში ჩაარტყა, მეორეჯერ კი – სახეში გაარტყა. მსჯავრდებულის ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს.

ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოსამართლეს იმ მარტივი მიზეზით მოუხდა, რომ საქმეში ოჯახში ძალადობაზე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა - დედამ კი სასამართლოში დუმილი არჩია.

„გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს გ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი (ოჯახში ძალადობა) დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე,“ - აღნიშნულია განაჩენში.

 


თეგები :