• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2019
article

ივანიშვილი პატრიარქს ოქროს მოპარვას აბრალებდა - რა მოხდა სამების მშენებლობის დროს?

ივანიშვილის მიერ პატრიარქის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჯერ კიდევ სამების მშენებლობას უკავშირდება. 

1996 წელს დაწყებული ამ უნიკალური ნაგებობის მშენებლობისათვის საჭირო ფინანსების დიდი ნაწილი მრევლმა გაიღო. 

თუმცა, რატომღაც საზოგადოებაში დღემდე გავრცელებული ინფორმაციით, სამების ტაძრის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. 

არადა, მან მხოლოდ გუმბათის მშენებლობა დააფინანსა და ჯვრის დასამზადებლად საჭირო თანხა გადარიცხა. 

როგორ დაიწყო მშენებლობა

იქ, სადაც დღეს სამების ტაძარი მდებარეობს, ხის ეკლესია იყო, რომელიც დაიწვა. 1995 წელს გაჩნდა იდეა რომ დამწვარი ეკლესიის ადგილზე სამების ტაძარი აშენებულიყო. 

გამარჯვებულად არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტი გამოცხადდა. 1200 ადამიანის მონაწილეობით მშენებლობა 1996 წელს დაიწყო და 2004 წლის 23 ნოემბერს დასრულდა. 

პარამეტრები: ტაძარი, ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება — მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. 

მისი საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრი სიმაღლისაა). 

ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა (ამას ემატება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით,100,17 მეტრია (86.10+14.07). ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.

ფინანსები

ღარიბ საქართველოში, ცხადია პრობლემა იყო ასეთი მასშტაბის მშენებლობისათვის საჭირო ფინანსები. ტაძრის ასაშენებლად საჭირო ფინანსების ნაწილი სახელმწიფომ, ბიუჯეტმა გაიღო. 

მშენებლობას აქტიურად ეხმარებოდა საეკლესიო მრევლიც. ღარიბი ქვეყნის ღარიბი მოქალაქეები საკვებს იკლებდნენ და ტაძრის მშენებლობას წირავდნენ თანხებს...

სამების მშენებლობისათვის საჭირო თანხის ერთი ნაწილი გაიღო ბიძინა ივანიშვილმაც. კერძოდ, მან დააფინანსა ტაძრის გუმბათის მშენებლობა. გადარიცხა ჯვრის დასამზადებლად საჭირო თანხაც, რომლის სიმაღლე 7.5 მეტრია. 

ივანიშვილის ფინანსების ნაწილითა და საპატრიარქოს რეკომენდაციით შეიძინეს ოქრო, რომლითაც სამების ტაძრის ჯვარი მოოქროვდა.

ბრალდება 

სამების ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა. გახსნიდან მალევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტაძრის მშენებლობისათვის გაღებული შემოწირულობის გამო მრევლს მადლობა გადაუხადა, რამაც უწმინდესსა და ივანიშვილს შორის პირველი ბზარი გააჩინა.

კერძოდ: ივანიშვილი ცდილობდა მთელი დიდება მას დარჩენოდა და საზოგადოებას ერწმუნა რომ ტაძარი მხოლოდ მან ააშენა, რაც პატრიარქის განცხადებამ ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა (მან მთელ მრევლს გადაუხადა მადლობა...)

შემდეგ კი დაიწყო ის, რაც ცხადად წარმოაჩენს ოლიგარქის ინსტიქტებს...

კერძოდ, ივანიშვილი ფიქრობდა რომ პატრიარქმა მას ოქრო მოპარა. საუბარი იყო იმ თანხებისაგან შეძენილ ოქროზე, რომელიც ივანიშვილმა გადარიცხა და რომლითაც სამების ტაძრის ნაწილი მოოქროვდა (ჯვარი...).

ეს იმდენად ცხადი ბრალდება იყო რომ ამის შესახებ მაშინ ბევრიც საუბრობდა. ხოლო როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ის საპატრიარქოში მივიდა და თავისი დიდი ხნის წყენა ვერც კამერების წინ დამალა...

მეტიც, ივანიშვილი გამოძიების დაწყებასაც კი ითხოვდა, რაც გასაკვირი არ არის იმ ადამიანისაგან, რომელმაც საკუთარი ქვისლი (ცოლის დის ქმარი), გია ბერაძე და საკუთარი მებაღე ჩასვა ციხეში.

ეს არის უნიკალური ვიდეო, რომელიც კარგად ასახავს ერთი მხრივ, ივანიშვილის ბრალდების მთელ სიმძიმეს და მეორე მხრივ, პატრიქრისადმი მის დამოკიდებულებას...

ეს არის ვიდეო-მტკიცებულება, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ესაუბრება ოლიგარქი პატრიარქს - ოქროს შესახებ... 

ეს ზუსტად იმ ბრალდების გაგრძელებაა, რომელიც ივანიშვილმა ჯერ კიდევ სამების ტაძრის მშენებლობის დასრულების დროს გააჟღერა, როდესაც პატრიარქს ოქროს მოპარვა დააბრალა.   


თეგები :

პატრიარქი