• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

„გავაკეთებთ ჯაჭვს და სირცხვილის კორიდორს, რომლის გავლაც მოუწევთ ფილმის მესვეურებს“

„კინოთეატრი „ამირანის“ წინ შეიქმნება სირცხვილის კორიდორი, რომლის გავლაც მოუწევთ ფილმის ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას“,  - ამის შესახებ განცხადება „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს 16:00 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება „ქართული მარშის“ საპროტესტო აქცია.

ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „ქართულ მარში“ მობილიზებულია საქართველოს მასშტაბით, სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან, კახეთიდან დაძრულია ხალხი.

„ამ ფილმის ჩვენება არ მოხდება. ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ადამიანები, რომლებიც ამას აპირებენ დარჩნენ სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას ფილმის ჩვენების საშუალებას. გავაკეთებთ ბლოკირებას, არ შევუშვებთ შენობაში. ეს არ იქნება ძალადობრივი გზით.

ვიქნებით ძალიან ბევრი. საპატრულო პოლიციას და არც ერთ უწყებას არ აქვთ უფლება მშვიდობიან დემონსტრანტს აუკრძალოს გამოხატვის ფორმა. ბლოკირება არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ვიძალადებთ. ფიზიკურ კონტაქტში არ ვაპირებთ არავისთან შესვლას. მაყურებელთან არ გვაქვს საქმე, აქ საუბარია ფილმის შემქნელებზე. ეს არის გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება მოვიდეს და გარკვეული ძალადობრივი ქმედება ჩაიდინოს. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ დაიდგმება პერფომანსი, სადაც ერთი მამაკაცი მეორე მამაკაცი ხელს სთხოვს. ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია. არავის მივცემთ უფლებას, რომ გეი პროპაგანდა იყოს საქართველოში. მივდივართ შიშველი ხელებით ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ვიქნებით კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავაკეთებთ ჯაჭვს და სირცხვილის კორიდორს, რომლის გავლაც მოუწევთ ფილმის მესვეურებს.

მცირე  ჯგუფი წავა სხვადასხვა კინოთეატრებში და ბათუმშიც მოხდება ამ ფილმის ჩაშლა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.


თეგები :