• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2019
article

მოსკოვის გამზირზე ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. „მაზდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იჯდა, ხეს შეეჯახა.

შსს-ის ინფორმაციით, დაღუპულია მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო ავტომობილის მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


თეგები :