• თბილისი
  • 14°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

აქციის მონაწილეებმა "ამირანის" მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს

კინოთეატრ „ამირანთან“ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. „ამირანთან“, სადაც სულ მალე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენება უნდა დაიწყოს, ამ დროისთვის აქციის რამდენიმე ასეული მონაწილეა შეკრებილი.

„ამირანთან“ პერიოდულად ისმის შეძახილები: „სირცხვილია“.

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. ისინი სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილნი. ისინი კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.

რამდენჯერმე კინოთეატრის შესასვლელისკენ პიროტექნიკა ისროლეს.


თეგები :