• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

გურამ ფალავანდიშვილი: ივანიშვილის "პედერასტული" რეჟიმი უნდა დასრულდეს!

ამ წუთებში "გალერეას" შენობაში ექსტრემისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი მხარდამჭერებთან და სასულიერო პირებთან ერთად მივიდა.

ფალავანდიშვილმა, რომელიც გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებს თბილისის კინოთეატრებში, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, მთელ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"ივანიშვილის "პედერასტული" რეჟიმი უნდა დასრულდეს," - განუცხადა ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.

ამ დროისათვის, კინოთეატრებში ფილმის ჩვენება უკვე მიმდინარეობს. განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა კინოთეატრ "ამირანთან," სადაც სპეცრაზმი და პოლიციის ძალებია მობილიზებული. მაყურებლების ნაწილმა ფილმის ჩვენებაზე შესვლა ვერ მოახერხა. აქციის მონაწილეებმა კი შენობის მისამართით პიროტექნიკა ისროლეს. დაშავდა ერთი ადამიანი.


თეგები :