• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

"ლევან გელბახიანმა მინსკში საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მიიღო!"

მსახიობი ბაჩი ვალიშვილი, რომელიც ლევან აკინის ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, სოციალურ ქსელში ამ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან ამაყი ვარ ამ ადამიანით, რომელიც მართლა ყველა ჯილდოს იმსახურებს სამყაროში! ლევან გელბახიანმა მინსკში საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მიიღო! მიხარიხარ ბრო და გილოცავ მთელი არსებით! ეს მეხუთე და სხვა მრავალი," - წერს ბაჩი.

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა თბილისის კინოთეატრებში გუშინ გაიმართა. ჩვენებას ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან ძალადობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ამის ფონზე, ფილმმა მინსკის კინოფესტივალზე კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა.


თეგები :