• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

"სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს... მე დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" - რას წერს 89 წლის ქართველი ქალბატონი სოციალურ ქსელში?

ლამარა აბჟანდაძე 89 წლისაა. ის წლების მანძილზე ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი იყო. ქალბატონი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხშირად გამოთქვამს საკუთარ აზრებს სხვადასხვა სოციალურ თემებზე. ქალბატონის წერილები მომხმარებლების დიდ გამოხმაურებას და ინტერესს იწვევს.

ლამარა აბჟანდაძე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კერძოდ, ქალბატონმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"ძალიან მინდა გეი თემატიკის ფილმზე დავწერო რამდენიმე წინადადება. მე ამ თემაზე ბევრი მიფიქრია და მივედი იმ დასკვნამდე , რომ ეს თემა ყველაზე სათუთი თემაა. მე მინდა მხოლოდ იმის თქმა , რომ ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს მინდა ვურჩიო ყველაფერი, რაც ადამიანის პიროვნებას ეხება სათუთად მოპყრობას საჭიროებს. მე პირადად ლევან აკიმის ფილმს" და ჩვენ ვიცეკვეთ" სიამოვნებით ვუყურებდი," - დაწერა ლამარა აბჟანდაძემ.

მოგვიანებით ქალბატონმა ახალი სტატუსი დაწერა, სადაც ექსტრემისტული დაჯგუფებების ქმედებები დაგმო.

"ვუყურებ კინო "ამირანთან " განვითარებულ მოვლენებს და ჟრუანტელი მივლის. ნუთუ ამდენი მე 19 -ე საუკუნეში ჩარჩენილი ხალხი არსებობს კიდევ? ნუთუ ერთი კინოფილმი ისე საშიშია მათთვის , რომ ასეთი ამბავი ატეხეს?გასაგებია "ქართულ მარშს"ბმეტს ვერ მოთხოვ, მათი გონება ჯერ ვერ დაეწია თანამედროვეობას. მე უბრალოდ მაინტერესებს, მათ შორის ახალგაზრდები როგორ მოხვდნენ? ან რას ფიქრობენ ისინი?სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს," - დაწერა 89 წლის ფეისბუქმომხმარებელმა.

ინტერნეტ-იუზერები ქალბატონი ლამარას წერილებს დიდი აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ. "89 წლის ქალი ბევრად პროგრესულია თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების ნაწილზე," - წერენ მომხმარებლები.

"რუსთავი 2"-მა ლამარა აბჟანდაძეს სიუჟეტი მიუძღვნა. ნახეთ ტელეკომპანიის მიერ მომზადებული ვიდეომასალა:


თეგები :