• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

ნათია ფანჯიკიძე: "გაპიდარასტების" შიშით შეპყრობილ ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებს, აქციაზე თავი გაუხეთქავთ გოგოსთვის

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ასე ეხმაურება:

"ახალ ამბებს გადავავლე თვალი, ეს დღეები ასეთი ხმაური და ორომტრიალი რომ იყო, მე კი სამსახურიდან თავი არ გამომიყვია, რამე ხომ არ გამომრჩა, ხომ მშვიდობაა სამშობლოში-მეთქი და თურმე რა მომხდარა - გაპიდარასტების შიშით შეპყრობილ ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებს, აქციაზე თავი გაუხეთქავთ გოგოსთვის. სულ ესაა.

შეუცნობელ არს ვაჟკაცთა ქმედებანი და აზრთა მსვლელობა...

იმ ყველაზე საშინელ 17 მაისსაც, გახსოვთ ალბათ 10 000 ქვეითი და ცხენოსანი ვაჟკაცი 10 აქტივისტ ქალს რომ დასდევდა ქვებით და სამარშრუტო ავტობუსს აჯანჯღარებდა. სასტიკ ბრძოლაში სძლიეს ფაქტიურად. ბოლო დროის ყველაზე ჰეროიკული ქმედება იყო.

ქალები გაწყვიტეს და ახლა ერთმანეთს აშინებენ გაპიდარასტებით," - წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები :