• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

გია კორკოტაშვილს შვილი დაუპირისპირდა: მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ფილმს!

ექსტრემისტული დაჯგუფება "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის, გია კორკოტაშვილის ქალიშვილი, მომღერალი სალომე კორკოტაშვილი წერილს აქვეყნებს. მომღერალი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მიმართ სიმპატიებს გამოხატავს და მას წარმატებას უსურვებს.

“მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ფილმს, Love is in the air. Good luck guys აგრესია ხელს შეგვიშლის ყველაფერში და შევეცადოთ რომ ერთმანეთს სული არ დავუბინძუროთ ნაგვის ყუთივით. Game of thrones არ მქონდა ნანახი და გუშინ პირდაპირ ეთერში ვნახე ყველა სერია, მგონი შევძლებთ მშვიდ ქვეყანაში ცხოვრებას, მიყვარხართ "- წერს მომღერალი.

გია კორკოტაშვილი და მისი თანამოაზრეები კი ფილმის ჩაშლით დღესაც იმუქრებიან.


თეგები :