• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

ლევან გელბახიანი ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე, საუკეთესო ევროპელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე წარადგინეს

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი, საუკეთესო ევროპელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე, ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე (EFA) წარადგინეს.

ლევან გელბახიანთან ერთად ნომინაციაში წარდგენილი არიან ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: ანტონიო ბანდერასი და ჟან დიუჟარდენი. ასევე, პიეფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შეერი, ინგვარ ე. სიგურდსონი.

შვედურ-ქართულ-ფრანგული დრამა "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced), რომელიც შვედეთმა "ოსკარზე" წარადგინა, ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმია. ის მოგვითხრობს ქართული ნაციონალური ანსამბლის გეი მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებისა და მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.


თეგები :