• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

ნიკა გვარამია ლევან გელბახიანზე: წლის საუკეთესო ევროპელი მსახიობის ჯილდოზეა წარდგენილი და თან რა კომპანიაში?! ასე ქართველს გაესროლოს, თან პირველივე ცდიდან, მე პირადად არ მახსენდება!

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე (EFA) წარადგინეს. 

ამ ფაქტს ნიკა გვარამია ასე გამოეხმაურა:

"ასე ქართველს გაესროლოს, თან თინეიჯერს ლამის და არაპროფესიონალს, თან პირველივე ცდიდან, მე პირადად არ მახსენდება! სპორტში, ერთადერთი. სხვაგან - არსად!

წლის საუკეთესო ევროპელი მსახიობის ჯილდოზეა წარდგენილი და თან რა კომპანიაში?!!!

ვამაყობ შენით და ძალიან მიყვარხარ ოქროს ბიჭო Levan Gelbakhiani" - წერს გვარამია.

ლევან გელბახიანთან ერთად ნომინაციაში წარდგენილი არიან ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი და ჟან დიუჟარდენი. ასევე, პიეფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შეერი, ინგვარ ე. სიგურდსონი.


თეგები :