• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

"ამ ჩმორმა 19 წლის ჟურნალისტს დაარტყა, როცა გოგო მარტო იყო და თვითონ მუტრუკებთან ერთად" - ჟურნალისტ ცისია კირვალიძეს აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები "ტაბულას" ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს.

„ტაბულას“ ინფორმაციით, მოხდა არა მხოლოდ  ნივთის დაზიანება, არამედ  ჟურნალისტზე ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტიც და გამოძიებაც შესაბამისად უნდა დაწყებულიყო.

"ეს ჩმორი დასაჯეთ კანონის შესაბამისად თავდასხმისთვის (ჩმორი იმიტომ, რომ 19 წლის ჟურნალისტს ურტყამს, როცა გოგო მარტოა და თვითონ მუტრუკებთან ერთადაა - ესეთი ნაგვები არიან, მყრალი ჩმორები)," - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა და სავარაუდო მოძალადის ფოტოც გამოაქვეყნა.


თეგები :