• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

მეუფე პეტრე: მამალაძეს პატრიარქი თხოვდა სოდომური ცოდვის ფილმები ეჩვენებინა

„მამალაძეს პატრიარქი თხოვდა სოდომური ცოდვის ფილმები ეჩვენებინა“, - ამის შესახებ მეუფე პეტრემ „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როცა მამა გიორგი მამალაძე, პროკურატურის საქმეში არის კონკრეტული პუნქტი, სადაც მისი ტელეფონი როდესაც გაიშიფრა, იქ არის სოდომური ცოდვის ფილმები ნანახი. რა თქმა უნდა, მან პასუხი არ გასცა. მე გავცემ პასუხს - ის ამბობს რომ არაერთგზის საღამოს კათალიკოსი თხოვდა ასეთი ფილმები ეჩვენებინა მისთვის. კათოლიკოს-პატრიარქს ინტერესი ჰქონდა და მის თანმხლებ პირებს, სამღვდელოსაც და საეროსაც, თხოვდა. მამაომ ეს მომიყვა საპყრობილეში, მაგრამ მამაომდე რამდენიმე ფაქტი ვიცი საერო და სასულიერო პირისა, ამ სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.