• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს - "გულის ტკივილები აქვს"

თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა.

"როგორც ირკვევა გუშინაც და გუშინწინაც ჰქონია ტკივილი, თუმცა გუშინ იყო უფრო ინტენსიური და გაუსაძლისი, რის გამოც პაციენტის ტრანსპორტირება მოხდა ჩვენთან. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტი, რის გამოც დაუყონებლივ შეყვანილ იქნა კორონოგრაფიაზე. ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა სამი სტენტით. მდგომარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო და იმყოფება ინტენსიურ ბლოკში“,-განაცხადა ექიმმა.

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაწერეს.


თეგები :