• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

"მეუფე პეტრე ცდილობს საზოგადოება მხცოვანი უწმინდესი და უნეტარესის სოდომურ ცოდვებში დაარწმუნოს... მაპატიეთ ბატონო პეტრე, მაგრამ ვერ მოგვატყუეთ"

მაპატიეთ ბატონო პეტრე, მაგრამ ვერ მოგვატყუეთ და ვერ დაგვარწმუნეთ თქვენს გულწრფელობაში - ასე ეხმიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ეხმიანება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ინტერვიუს "მთავარი არხის" ეთერში.

"ნიკა გვარამიას შესანიშნავი ინტერვიუს შედეგად, უკეთ გავიგეთ ბატონი პეტრე ცაავას, ქველმოქმედი ბიძინას და "მსხვერპლი" გახარიას მოტრფიალე და პუტინის უცოდველობის დამჯერი კაცის ნააზრევი, რომელიც ცდილობს საზოგადოება მხცოვანი უწმინდესი და უნეტარესის (ღმერთმა დიდ ხანს ჯანმრთელად და მხნედ გვიმყოფოს) სოდომურ ცოდვებში დაარწმუნოს.

მაპატიეთ მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი ბატონო პეტრე, მე და უამრავი ქართველი ვერ მოგვატყუეთ და ვერ დაგვარწმუნეთ თქვენს გულწრფელობაში", - წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.


თეგები :