• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

გორში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ოლოზში, ნადირობის დროს მოხდა.

32 წლის მამაკაცი თანასოფლელებთან ერთად სანადიროდ ტყეში იყო წასული. მოგვიანებით კი ის გარდაცვლილი ნახეს. ჯერ უცნობია რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - კაცს იარაღი გაუვარდა თუ სხვისი ნასროლი ტყვია მოხვდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ექსპერტიზის შემდეგ მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.


თეგები :