• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

შსს-მ „And Then We Danced-ში" პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიის ნიშნები არ გამოიკვეთა და შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა.

შსს-ის ინფორმაციით, შესწავლა მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე დაიწყეს, თუმცა, მათივე თქმით, ფილმში დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.

შეგახსენებთ, დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიაჩნდა, რომ მხატვრული ფილმი პორნოგრაფიულ ელემენტებს შეიცავდა და ფილმის შესწავლამდე ჩვენების გაუქმებას მოითხოვდა.