• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

განათლების მინისტრი, შესაძლოა, ირინე აბულაძე გახდეს

განათლების მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა, ბატიაშვილის მოადგილემ, ირინე აბულაძემ დაიკავოს.

ირინე აბულაძე, რომელიც დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს ამჟამად კი ის მხოლოდ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერ მინისტრობის დროს სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთა. ოპოზიცია თვლიდა, რომ ეს სტრუქტურული ცვლილებები შეცდომა, იყო რომელიც რამდენიმე წელში სერიოზული პრობლემის სახით იჩენდა თავს. მას შემდეგ კი აც მინისტრმა ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა მთავრობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საჭიროებაზე ისევ ალაპარაკდა.

 

 


თეგები :