• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

"ეგ ამბავი წლების წინაა მოყოლილი და არ უკავშირდება "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ს" - რას წერს დათო ტურაშვილის ქალიშვილი გავრცელებულ ამბავზე, რომ ტურაშვილმა "ჯისების თაობაში" გეი გმირების გამოყვანაზე უარი თქვა

მწერალ დათო ტურაშვილის ქალიშვილი სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს:

"გამარჯობა, ინტერნეტსივრცეში ვრცელდება მამაჩემის - დათო ტურაშვილის განცხადება ფილმ - "და ჩვენ ვიცეკვეთ" - თან დაკავშირებით. გთხოვთ სადაც შეგხვდებათ დაარეპორტოთ, ან დაუწეროთ გამზიარებელს, რომ ეს ტყუილია და ნუ შეუწყობენ ხელს ფეიქ ნიუსის გავრცელებას.

ლინკებს შეგნებულად არ ვაშეარებ, ისედაც ბევრგან შემხვდა და დავიღალე ამ ფეიქ გვერდებთან და ბოტებთან ბრძოლით, რაც ძირითადად უშედეგოა.

ამოგლიჯო ადამიანის სიტყვები კონტექსტიდან და თარიღის და წყაროს გარეშე, როგორც გინდა, როცა გინდა, სადაც გინდა ისე დაწერო და დაასათაურო არის დანაშაულო.

წლების წინ მოყოლილი ამბავი, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ახლანდელ ამბავს, რადგან "ჯინსების თაობა" რეალური ამბავია, რეალური გმირებით, დოკუმენტურ მასალაზე შექმნილი, რატომ უნდა დაუკავშირო მხატვრულ ფილმს? დათომ არ შეცვალა სცენარი, რადგან სცენარი ნამდვილ ამბავზე იყო, რეალური გმირებით.

მითუმეტეს ის არ გამოსულა ახლა და ეს ამბავი არ მოუყოლია ან დაუწერია სადმე, მითუმეტეს კი არ შეუდარებია ფილმისათვის "და ჩვენ ვიცეკვეთ".

ხომ უნდა იაზრებდე ადამიანი, რომ ეს ორი თემა ერთმანეთს არ ეკვეთება.

თან იყენებენ სხვის მიერ დაწერილი სტატუსის სათაურს, ისე თითქოს ეს დათოს ეთქვას.

ვიმეორებ, დათო ტურაშვილს არანაირი განცხადება ან სტატუსი (მას ფეისბუქი საერთოდ არ აქვს) ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ"-თან დაკავშირებით არ გაუკეთებია," - წერს მწერლის ქალიშვილი.

წერილი ეხება სოციალური აქტივისტის, მანჩო გიორგობიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 

კერძოდ, მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშვილის ერთ-ერთ მონათხრობს აქვეყნებს, სადაც ტურაშვილი იხსენებს, თუ რატომ ჩაიშალა "ჰოლივუდის" ერთ-ერთ ჯგუფთან „ჯინსების თაობის“ სცენარით ფილმის გადაღება.

"წარმატების" გამო, ტრა@ი არ უნდა მისცე კაცმა, ასეა ეს...

"ჰოლივუდის ერთ-ერთ ჯგუფთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, "ჯინსების თაობის" სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებაზე. ყველაფერში შეთანხმება მიღწეული გვქონდა, თუმცა, ამერიკელებმა ერთი ნიუანსის შეცვლა მომთხოვეს სცენარში - ბიჭებიდან რამდენიმე გეი უნდა ყოფილიყო და რადგან საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალიზმი იკრძალებოდა, ეს იქნებოდა მათი სსრკ-დან გაქცევის მთავარი მიზეზი. ისინი  თვლიდნენ, რომ ასეთი სახით ფილმის კომერციული წარმატება გაცილებით დიდი იქნებოდა. ამაზე ჩემი უარი მიიღეს და შესაბამისად, მოლაპარაკებაც ჩაიშალა", - ამ ამბავს, მაჩო გიორგობიანის თქმით, დათო ტურაშვილი იხსენებს.


თეგები :