• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსების დასამატებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს კინოთეატრებში, მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებები განახლდეს.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან. ვფიქრობთ იმაზე, როგორი ფორმით შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მაყურებლის მოთხოვა ისე, რომ მათი უსაფრთხოებაც იყოს გარანტირებული", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა. უშუალოდ ფილმის მაყურებლებს ჩვენებაზე საფრთხე არ დამუქრებია.


თეგები :