• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

მაკო გომური: ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვისა და ტკივილის შემდეგ, მაინც გავიმარჯვე!

"ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების,უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე. 5 თვის შემდეგ, მაგრამ მაინც“ - ასეთია მაკო გომურის რეაქცია პროკურატურის მიერ მის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც აღნიშნავს რომ ეს ყველაზე მინიმალური იყო, რაც მისთვის გააკეთეს. „ამით არ მთავრდება ყველაფერი,პირიქით იწყება“ - აღნიშნავს მაკო გომური და აქვე კითხვას სვამს, თუ რატომ არ ცნეს დაზარალებულად 20 ივნისის აქციაზე დაშავებული გიორგი სულაშვილი, რომელსაც მისი თქმით, სახე მასზე მეტად ჰქონდა ტრავმირებული.


თეგები :