• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

"მეფე ნარიმანის და "გირჩის" ბიბლიური თავისუფლებას შორის რა განსხვავებაა ? არავითარი. ორივე სექტაა... განდეგილებს ეკლესია წესს ვერ აუგებს"

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ სირბილაძე ამ წერილით ეხმაურება სამტრედიაში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს:

"მეფე ნარიმანის და ბიბლიური თავისუფლებას შორის რა განსხვავებაა ? არავითარი. ორივე სექტაა . მეორე პირველისგან იმით განსხვავდება ,რომ რელიგიურ ფანატიზმში არ გადადიან , ჯაფარიძის სახლის ფანჯრებთან ,,ზურა ჩემო თვალხატულა და ლამაზო''-ს არ გაიძახიან . თავის პონტში ,,ატრაკებენ,, ნუ ...

რატომაა სექტა ? არც ბუდაა,არც კრიშნა,არც ისლამი, არც რა. მსოფლიო რელიგიების დამახინჯების ხარჯზე შექმნილი ყველა მიმდინარეობა სექტაა კი .

ეხლა რა ხდება .ჩემთვის 24 წლის ბიჭის სიკვდილი უკვე ტრაგედიაა, რომელი რელიგიის ან მიმდინარეობის წარმომაგენელიც არ უნდა იყოს ის . ის პატარა ალქაიდას წევრები რომ თავებს იფეთქებენ ,მაგასაც ტრაგედიად ვთვლი მე პირადად და მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს დღევანდელი საპატროარქოს მიმართ , მიუხედავად იმისა რომ ბევრი მღვდელმსახურის საქციელი არ მომწონს , ქრისტიანი ვარ, მწამს ღმერთი და ამას ვერავინ ვერასდროს ვერ ამიკრძალავს . ასევე ვიცი ,რომ განდეგილებს ეკლესია წესს ვერ აუგებს , საპატრიარქოს ახლანდელ მღვდლებს ეგ არ მოუგონიათ , მოციქულები საუბრობდნენ ამაზე  ბიბლიური თავიაუფლების მღვდელმსახური იყო ის საცოდავი ბიჭი . საკუთარი ნებით აირჩია ის რაც იყო , გარდაიცვალა და ვერ ვკითხავთ რა სურდა . იქნება და არ სწამდა მართმადიდებლური ეკლესიის ხალხო ,იქნება და არ უნდოდა ?

რა მოსატანია ,მაგრამ სახელი არ მახსოვს ,ის ტრანსგენდერი გოგო რომ გარდაიცვალა და კაცის ტანსაცმლით დამარხეს , ხო ავჩოჩქოლდით ? მე მაგალითად არ მინდა ოჯახის წევრების ნების მიხედვით დამასაფლავონ . სულ რომ საბალეტო კოსტიუმით მინდოდეს დამარხვა.

არ ვიცი იმ ბიჭის თავს რა ხდებოდა ,მაგრამ მე რომ მღვდელი ვიყო , თუ მისი დედა მოვიდოდა და მეტყოდა , ჩემს შვილს სწამდა ქრისტე, უბრალოდ ჰქონდა პროტესტი თქვენივე წყალობით დამახინჯებული ეკლესიის მიმართ , ავუგებდი წესს კი ,წესსაც ავუგებდი და დარჩენილი ცხოვრებაც ვილოცებდი მისი სულისთვის.

ესაა ჩემი კომენტარი.

მადლობა ყურადღებისთვის ," - წერს მარიამი.


თეგები :