• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

"დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია... კინოხელოვანის, ლევან აკინის დისკრეტიზაციას იმიტომ აპირებთ, რომ კარგი ფილმი შექმნა?" - რას წერს 89 წლის ქალბატონი, რომელმაც ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ნახა

89 წლის ქალბატონი, ლამარა აბჟანდაძე, რომელმაც ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ნახა, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და ჰომოფობიურად განწყობილ საზოგადოებას აკრიტიკებს:

"დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია. წინა საუკუნეების ჭაობში ჩაძირული ხალხი აპირებს კინო ხელოვანის ლევან აკინის დისკრეტიზაციას. რატომ? იმიტომ, რომ კარგი ფილმი შეგიქმნია? ჩლუნგებო! იქნებ ცოტა დაფიქრდეთ? გაიხსენეთ , ამ პოსტის დასაწყისში რა დავწერე. თუ ერთი მაღალჩინოსნის მსგავსად არც წაგიკითხავთ კონსტანტინე გამსახურდია ჰა," - წერს ლამარა აბჟანდაძე.

89 წლის ბლოგერი, რომელიც წლების მანძილზე ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი იყო, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და სხვადასხვა თემებზე საკუთარ აზრს საზოგადოებას უზიარებს. ქალბატონს სოციალურ ქსელში ბევრი მეგობარი და მომწონებელი ჰყავს.


თეგები :