• თბილისი
  • 33°C
  • 15 ივლისი, 2020
article

"დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე... მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად"

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

"დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე.

მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით.

მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება.

მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად.

რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ?

ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია," - წერს ჯაფარიძე.


თეგები :