• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

მაკო გომური: ხელისუფლების ქმედება ეჭვის ქვეშ დგას, შეასრულებს თუ არა საზოგადოების მოთხოვნას

20 ივნისის აქციის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის განცხადებით, ხელისუფლების ქმედება ეჭვის ქვეშ დგას, შეასრულებს თუ არა საზოგადოების მოთხოვნას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

როგორც მაკო გომურმა პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს დანაპირებს და ამის თაობაზე "სირცხვილია" აქციების გამართვას დაიწყებს, ამ პროტესტს შეუერთდება.

ამ წუთებში "სირცხვილია" პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მიმართავენ ხელისუფლებას შეასრულოს დანაპირები, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.


თეგები :