• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სანამ რამეს მოიმოქმედებთ, მოსალოდნელი შედეგები უნდა გათვალოთ. მოსალოდნელია მომგებიანი კონტრაქტის გაფორმება ან კომერციული ოპერაციის წარმატებით დასრულება. თქვენი ეგოიზმი და სისუსტეების აყოლა შესაძლოა, ოჯახში ან სამსახურში უთანხმოების მიზეზი გახდეს. მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ, რადგან დღის პირველ ნახევარში შეიძლება შეცდომა დაუშვათ.


კურო
თქვენი ექსცენტრიკულობა და ორიგინალურობა გარშემომყოფებს გააოცებს. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, თორემ თქვენი უდისციპლინობის წყალობით, შესაძლოა, ჩიხში აღმოჩნდეთ.


ტყუპები
დაძაბული დღეა. გამორიცხულია არაა, რომ საქმიან მივლინებაში გაემგზავროთ ან საკუთარი წარმოების გაფართოება დაიწყოთ. სირთულეების მიუხედავად, შეძლებთ მეგობრის პრობლემა წარმატებით მოაგვაროთ.


კირჩხიბი
კარგი დღე გელით. ენერგიის ისეთ მოჭარბებას გრძნობთ, რომ ნებისმიერ, ყველაზე რთულ საქმესაც კი ადვილად გაუმკლავდებით. განსაკუთრებით წარმატებული დღის მეორე ნახევარი იქნება, როცა ოჯახური და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას შეუდგებით.


ლომი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და პარტნიორებთან შეხვედრისთვის. ეს განსაკუთრებით ბიზნესმენ ლომებს ეხებათ. ნებისმიერი წარმოწყება კარგ შემოსავალს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა გელით, ამიტომ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები კარგად უნდა გაიაზროთ.


ქალწული
საკმაოდ რთული დღე გელით. ნებისმიერი საქმე ფინანსებს უკავშირდება: ვალს იღებთ ან გასცემთ, შემოსავლის დამატებით წყაროს ეძებთ ან ახლობლებს ფინანსურად ეხმარებით. ნებისმიერ შემთხვევაში, თვის ბოლოსთვის თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.


სასწორი
ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ, ძველი დაასრულოთ. ახალი ნივთების შეძენისგან თავის შეკავება ჯობს, რადგან იმედგაცრუებული დარჩებით და წყალში გადაყრილ ფულზე დიდხანს იდარდებთ. თქვენი დიპლომატიურობისა და კომპრომისების მოძებნის უნარის წყალობით შეძლებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში კონფლიქტები აიცილოთ.


მორიელი
არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, რადგან შედეგი არც თუ ისე სასიამოვნო იქნება. სარისკო მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება უკეთესი დროისთვის გადადეთ. ახლობელი ადამიანები თქვენს დახმარებას ელიან.


მშვილდოსანი
დროა მთელი წლის დაძაბული შრომის შედეგით დატკბეთ. შესაძლოა, საქმიან მოგზაურობაში წახვიდეთ ან საკუთარი წარმოების გაფართოება დაიწყოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან ამბავი, რომელიც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გამორიცხული არ არის, რომ პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემა წარმატებით მოაგვაროთ.


თხის რქა
რთული დღეა. პარტნიორის მხრიდან მოსალოდნელია ტყუილი, კონფლიქტი ნათესავებთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ კომერციულ ოპერაციებში ჩართვას - ვარსკვლავები ფინანსური დანაკარგის შესახებ გაფრთხილებენ. ბედი თქვენს წინააღმდეგაა, მაგრამ არ დანებდეთ - საღამოს დღის ნეიტრალური ტენდენციები თანდათან განეიტრალდება.


მერწყული
აქტიური სამუშაო დღეა. გამორიცხული არაა, რომ სწრაფად გადასაჭრელი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ.ეცადეთ საკუთარ იდეალებს და ახლობელ ადამიანებს არ უღალატოთ, თუნდაც ამის ცდუნება იყოს.


თევზები
ახალი კვირის დასაწყისი ახალი ენერგიით აგავსებთ. შეგიძლიათ თამამად შეიცვალოთ სამუშაო ადგილი ან პროფესია, თქვენი პრაქტიკულობა და ინტუიცია წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

      funtime.ge

    თეგები :