• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

თბილისში ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

​ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, რომ ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ქალი და მამაკაცი. ამასთან, ავარიისას დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

​ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული. შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები :