• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

იუნა შაფათავა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებზე: მაგარი არასექსუალური ხალხია

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციას სოციალურ ქსელში ხშირად აფიქსირებს, თბილისში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მსახიობის აზრით, რუსთაველის გამზირზე მდგარი ხალხი სექსუალურად არ გამოიყურებიან.

"ვაღიაროთ, მაგარი არა-sexy ხალხია და სერიოზულ დაუკმაყოფილებლობის ეჭვს ბადებს. და ყველას, ვინც იქ დგას, იგივე პრობლემა აქვს - პარდონ, ფსიქოლოგიაა მარტივი," - წერს იუნა შაფათავა და თავისი მოსაზრების გასამყარებლად ფოტოსაც აქვეყნებს.

მსახიობი სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსებით და ვიდეოებითაა ცნობილი. მან ვიდეო მიხეილ სააკაშვილსაც მიუძღვნა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ანტიპათია არაორდინალურად გამოხატა.


თეგები :