• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

"ალბათ დედამ დაურეკა, მიშველეო, თაკო ღამის 4 საათზეა იქ მივარდნილი... მანქანა შუა ქუჩაში იყო დაგდებული"

გუშინ ატენის ქუჩაზე მოკლული ლექტორის ირინე გედევანიშვილის გარდაცვალებას მისი ყოფილი მოსწავლე, მარიამ გველესიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მას პირველად 2018 წლის აგვისტოში შევხვდი. იმ დღესვე შეგვიყვარდა ორივე მხარეს ერთმანეთი. როცა აბიტურიენტობის წელი დაიწყო, ირინესთან სიარულიც სისტემატიური გახდა, შევისისხლხორცეთ ერთმანეთის ყველაფერი კარგი და ცუდი... არ მახსენდება მისგან ნეგატივი ან პესიმიზმი ... ირინეს ბოლო დაბადების დღესაც ერთად შევხვდით....ნეტავ სცოდნოდა რამდენად ლამაზი იყო შინაგანი/გარეგანი სილამაზით....

ჩემი ირინე...

ძალიან განსაკუთრებული ირინე...

მჯერა,სამუდამო სიყვარული გვაკავშირებს მასთან," - წერს მარიამი.

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ოჯახის მეგობარი იყო. ის ყვება, რომ და-ძმას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, ამიტომ თაკო ცალკე ცხოვრობდა.

მისი თქმით, ლევან აბაშიძემ რამდენიმე თვის წინ თავის ტრავმა მიიღო და ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.

"თაკო არის ღამის ოთხ საათზე იმ სახლში მისული. ტყუილად ხომ არ მივიდოდა, რაღაცაზეა იქ მივარდნილი, მანქანა შუა ქუჩაში იყო დაგდებული. ალბათ დაურეკა დედამისმა, მიშველეო, ვერ ვხვდები საერთოდ, რა მოხდა," - ამბობს ეკო ფანგანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ატენის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში სამი ცხედარი ნახეს. სამივე ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილია დედა - ირინე გედევანიშვილი და მისი შვილები - თაკო და ლევან აბაშიძეები.

პირველადი ვერსიით, მამაკაცმა ჯერ დედა მოკლა, შემდეგ და, ბოლოს კი თავი მოიკლა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, დამამძიმებელი გარემოებებით.

 


თეგები :