• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების კარვები აიღო

სპეციალური დანიშნულების რაზმი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე იმყოფება. ისინი აქციის მონაწილეების თავისუფლების მოედნისკენ გაყვანას ცდილობენ.

მათ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების კარვები აიღეს.

აქციის მონაწილეები უკვე გაიყვანეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელიდან და ჩიტაძის ქუჩიდან.

ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, ტერიტორია დატოვონ.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად მიცემული  30-წუთიანი ვადა ამოიწუა.


თეგები :