• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.


თეგები :