
შსს: პარლამენტთან აქციაზე სულ დაკავებულია 37 პირი, დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი სამართალდამცველი
- "პრესა.ჯი"
- 00:15 19.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს სულ დაკავებულია 37 პირი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.
დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.