მარტვილში, სოფელ სალხინოსა და ტალერს შორის არსებული ტყის მასივი იწვის.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში კი დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
ტყის მასივი იწვის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარშიც. ხანძარია აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარისა და ურავს შორის არსებულ ტყეში.