• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გარკვეული საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ. მშვიდობიანად მოაგვარეთ უსიამოვნებები. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. ჩამოწერეთ სამოქმედო სტრატეგია და სამომავლო გეგმა. 

კურო

გამოიჩინეთ დიპლომატიურობა, გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით კი, კოლეგებთან. აპრილში დაბადებულებს ახალი სამსახურებრივი პერსპექტივები გელით და გამორიცხული არ არის, გარკვეულწილად სფეროს შეცვალც კი მოგიხდეთ.

ტყუპი

ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით. იყავით სამართლიანი და ჰუმანური. უკეთესობისკენ შეცვალეთ ურთიერთობა. ქალებმა შეიცვალეთ იმიჯი, მანერები, ფერთა გამო სამოსში. 

კირჩხიბი

კარგი დღეა იმისთვის, რომ საფუძველი ჩაუყაროთ მომავალ საქმიანობას. დღეს საკუთარი პოზიციები უნდა გაიმყაროთ საზოგადოებაში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახთან. ჩამოწერეთ ან ძილის წინ ვიზუალიზაცია გაუკეთეთ საკუთარ სურვილებს, ეს მეტად დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებასა და გეგმების წარმატებისთ განხორციელებაში.  

ლომი

ეცადეთ, ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. მოერიდეთ ურთიერთობების გაწყვეტას, მემკვიდრეობის გაყოფას. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან და ჰუმანური - გარშემო მყოფებთან. აგვისტოში დაბადებულები მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. 

ქალწული

ცინიზმი დაივიწყეთ. მოერიდეთ შეცდომებს, განსაკუთრებით, დოკუმენტებზე მუშაობისას, ასევე, წამლების მიღების შემთხვევაში. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. 

სასწორი

წარმატება გელით მოდისა და ხელოვნების სფეროებში. ცოტა უფრო მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას. აუხსენით სიყვარული საყვარელ ადამიანს გაერთეთ ბავშვებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. 

მორიელი

დღეს მიხვდებით, რომ უნდა შეცვალოთ რაღაც სახლში, ურთიერთობებში, სამსახურში. საღამოს მგრძნობიარობა მოიმატებს, გაგიჭიორდებათ გაუმკლავდეთ გრძნობებს, მეტად რომანტიკული იქნებით, თუმცა, ეცადეთ, რომ საყვარელი ადამიანის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. ნუ იეჭვიანებთ უსაფუძვლოდ. უსიამოვნო მოსაზრებები ფრთხილად გამოთქვით. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

თხის რქა 

დღის განმავლობაში დაიცავით ეტიკეტი. საღამოს სრული თავისუფლება გეძლევათ. ადვილად მიაღწევთ სასურველს. მთავარია, დაისახოთ სწორი მიზანი. 

მერწყული

ნუ შეუშინდებით სირთულეებს. ახლობლების დახმარებით, ყველაფერს მარტივად გაართმევთ თავს. შეხვედრაზე წასვლამდე დარწმუნდით, რომ იდეალურად გამოიყურებით და სათქმელიც მოფიქრებული გაქვთ. 

თევზები

ემოციური ფონი მომატებულია, თუმცა, საკუთარ სიმართლეს ჩხუბით ნუ დაამტკიცებთ. ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. საღამოს, თუ ინიციატივასა და მიზანსწრაფულობას გამოავლენთ, თამამ იდეებსაც საკმაოდ მარტივად განახორციელებთ.


თეგები :