• თბილისი
  • 3°C
  • 20 იანვარი, 2020
article

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი: არ უნდა დავუშვათ ის, რომ კრიზისში მყოფი პოლიტიკური ასპარეზი გახდეს ქალების დაკნინების, დამცირებისა თუ გარიყვის ადგილი

"ლელოს" წევრი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს და ქართველი პოლიტიკოსების სექსისტურ გამონათქვამებს ეხმაურება:

'დღეს დილით ფეისბუკის„სქროლვისას“, თვალში მომხვდა ინფორმაცია მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრის სექსისტური განცხადების შესახებ. შემეძლო გაბრაზებული სტატუსი დამეწერა, რომელსაც ალბათ, ჩემს „ბაბლში“ 10-20 ადამიანი თუ წაიკითხავდა. თუმცა ამ შემთხვევაში, მე ფარისევლის როლში აღმოვჩნდებოდი, რადგან სექსიზმი არის პრობლემა, რომელიც მთელ პოლიტიკურ სპექტრს ეხება და გარკვეულწილად ყველა პარტიის პრობლემაა. დროა, ეს ვაღიაროთ.

მე ზოგადად ვფიქრობ, რომ სიბრაზე სჯობს ქმედება და როგორც ახალი პოლიტიკური მოძრაობის წევრს, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, გარკვეული პრივილეგიებიც გამაჩნია - კერძოდ ტრიბუნა და ცნობადობა. ამავე დროს ვაცნობიერებ, რომ დღეს ქართული პოლიტიკა მორალურ ჭაობშია და ძალადობა, დაპირისპირება, ერთმანეთის წყევლა-კრულვას, განხეთქილება და დაყოფა ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობის ნაწილია.

ამ ფონზე, არ უნდა დავუშვათ ის, რომ კრიზისში მყოფი პოლიტიკური ასპარეზი გახდეს ქალების, ან ნებისმიერი სხვა ჯგუფის დაკნინების, დამცირებისა თუ გარიყვის ადგილი. დღეიდან მზად ვარ, რომ დავიწყო კონსტრუქციული საუბრები და კონსულტაციები - მათ შორის ჩემს პარტიაშიც - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა მოთამაშეებთან ერთად, რომ პირველ რიგში 2020 წლის არჩევნებამდე სექსიზმის გარეშე მივაღწიოთ და გავათავისუფლოთ ქართული პოლიტიკა სექსიზმისა და დისკრიმინაციის სხვა ფორმებისგან," - წერს სმიტი.


თეგები :