• თბილისი
  • 3°C
  • 20 იანვარი, 2020
article

"ილია მეორეს არც მიგრაციაზე და არც ემიგრაციაზე ლაპარაკის არანაირი მორალური უფლება არ აქვს"

ილია მეორეს არც მიგრაციაზე და არც ემიგრაციაზე, ისევე როგორც საერთოდ ქვეყნის სიყვარულსა და პატრიოტიზმზე, საუბედუროდ, ლაპარაკის არანაირი მორალური უფლება არ აქვს, - თეოლოგი მექა მინდიაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ქადაგებას ეხმიანება. პატრიარმა ემიგრაციაში მყოფებს მოუწოდა, რომ უცხოეთში მოხუცების მოვალის ნაცვლად, საქართველოში ჩამოვიდნენ და მიწებს მიხედონ.

„როცა პატრიარქი, ეკლესია წუხს იმაზე, რომ სამუშაოდ თუ საცხოვრებლად საქართველოდან სხვა ქვეყნებში მიდიან, პირველ რიგში, საკუთარ დიდ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ ამ ყველაფერში, იმაში, რომ ადამინებისთვის გაუსაძლისი გახდა აქ ცხოვრება.

ეკლესიას, თავისი უზომოდ დიდი ავტორიტეტიდან, საყოვლეთაო მხარდაჭერიდან გამომდინარე, შეეძლო საქართველო საცხოვრებლად საუკეთესო, წესრიგიან, პატიოსან, მართლაც ქრისტიანულ გარემოდ ექცია, ამის ნაცვლად უშუალოდ კათალიკოსმა და შემდეგ კი სამღდელოების დიდმა უმრავლესობამ ყველაფერი გააეკთეს, რომ ხელი შეეშალათ ქვენის მორალური, პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარებისთვის, ყველაფერი იღონეს აქ ქრისტეს სახელის აბუჩად ასაგდებად და დასამცირებლად, ყველაფერი გააკეთეს დასავლური განვითარების დემონიზაციისთვის, წაახალისეს ყველანაირი ძალადობა, ბოროტება, დაწყებული პირველი ხელისუფლების დამხობით, მხედრიონის, კანონიერი ქურდების, კორუფციონერების, მაფიოზების, ხელისუფალთა უსამართლო მხარდაჭერით, დამთავრებული ჩვეულებრივი რუსული ფაშიზმის ქადაგებითა და ადამინებზე, წლების განმავლობაში, მასობრივი ძალადობითა და ნადირობით.

აი, ამიტომ ილია მეორეს არც მიგრაციაზე და არც ემიგრაციაზე, ისევე როგორც საერთოდ ქვეყნის სიყვარულსა და პატრიოტიზმზე, საუბედუროდ, ლაპარაკის არანაირი მორალური უფლება არ აქვს, - წერს მინდიაშვილი.


თეგები :