• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

ბათუმის მასაჟის სალონებში პოლიცია რეიდებს ატარებს

ბათუმში, პოლიცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს იმ ობიექტებზე ატარებს, სადაც მასაჟის სალონებია განთავსებული.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დაიწყო, რაც პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობს. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი" - აღნიშნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა.

ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.


თეგები :