• თბილისი
  • 26°C
  • 04 აგვისტო, 2020
article

"მარტოსული პოეტის ქორწინება" - აქტივისტებმა სასტუმრო "ბილტმორთან" არჩილ თალაკვაძის ლექსი გამოფინეს

აქტივისტებმა სასტუმრო "ბილტმორთან" არჩილ თალაკვაძის ლექსი გამოფინეს.

ფოტოს "ფორმულა" ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკვე დიდი ხანია ლექსებს წერს. მას წლების წინ კრებულიც აქვს გამოცემული, სახელწოდებით "ლირიკული ლარნაკი". როგორც თავად არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს წიგნი საჯარო ბიბლიოთეკაშიც ინახება.

გთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარის იმ ლექსს სრულად, საიდანაც ამონარიდი დღეს აქტივისტებმა გამოფინეს.

 

მარტოსული პოეტის ქორწინება

 

ალბათ ასეა, 

დროა, უკვე ცოლი შევირთო. 

ალუჩას სოფლად რა ხანია 

შვილი გაუჩნდა... 

ჩვენ ხომ ერთად გვიხაროდა 

გაზაფხული. 

მე მინდა ქალი ტანადი 

და სრული, 

დიდგვაროვანთა შთამომავალი, 

თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა, 

რომელიც ქრის 

მხოლოდ ერთი მიმართულებით: 

რომ მარტოობა არის ჩემთვის 

თავადის ასული.


თეგები :