• თბილისი
  • 7°C
  • 05 დეკემბერი, 2020
article

"პარლამენტი ნამდვილად ყარს და ამიტომ სიმბოლური იყო პროტესტის ის გამოხატულება, რომელიც აირჩიეს"

დიახ, პარლამენტი ნამდვილად ყარს, ამიტომ სიმბოლური იყო პროტესტის ის გამოხატულება, რომელიც აირჩიეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

"როცა ჟურნალისტებს ცემენ, დეპუტატებზე ძალადობენ, ადამიანებს იჭერენ გარეთ და ამის ფონზე ზოგიერთი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას, ხოლო ზოგი მონა მოსამართლის უზენაეს სასამართლოში განწესებას ცდილობენ, დიახ, ის პარლამენტი ნამდვილად ყარს, მას უკვე აღარ აქვს ხალხისგან ლეგიტიმაცია და ამიტომ სიმბოლური იყო პროტესტის ის გამოხატულება, რომელიც აირჩიეს.

ეს ნივთიერება მომწამვლელი არ არის. მე არ ვფლობ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გავრცელდა მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ამ ნივთიერების ფოტო, სადაც დეტალურად წერია, რომ ეს ნივთიერება არ არის მომწამვლელი, არ არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო. ის სიმბოლური დატვირთვა, რომელსაც ეს ნივთიერება და ეს აქტი ატარებს, ჩემი აზრით, ნამდვილად შესაფერისია იმ მდგომარეობისა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტშია,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


თეგები :