• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

„4 ნაკვეთი ჭრილობა თავზე, ჭრილობა კისერში, დაჩეხილი ფილტვი... სასიკვდილოდ გაიმეტეს“

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი, ირაკლი კუპრაძე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვყნებს.

მისი თქმით, გამსახურდიას ჭრილობებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელმა იგი სასიკვდილოდ გაიმეტა.

„გულ-მკერდში შემავალი ჭრილობა, 4 ნაკვეთი ჭრილობა თავზე, ჭრილობა კისერში, დაჩეხილი ფილტვი, და ჭრილობა ბეჭზე. უკეთდება თავის ტვინის ტომოგრაფია.

ცოტნე ხელოვნურ სუნთქვაზეა და ჯანმრთელობის ზოგადი შეფასება ძალიან მძიმეა.

სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგრამ აუცილებლად გადარჩება, სხვა გზა არ აქვს, კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი“, - წერს კუპრაძე. 

შეგახსენებთ, დღეს თბილისში, ვერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 19-108-ე  მუხლით არის დაწყებული, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 


თეგები :