• თბილისი
  • 12°C
  • 23 თებერვალი, 2020
article

ქართული ოცნების შავი პარასკევი - ფეისბუქმა ივანიშვილის ტროლების მიერ შექმნილი ყალბი გვერდები და ჯგუფები გააუქმა

ფეისბუქმა ქართული ოცნების მიერ შექმნილი და დაფინანსებული ყალბი ფეისბუქ-გვერდები და ჯგუფები გააუქმა. 

ფეისბუქის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია რომ ეს გევრდები, ჯგუფები და პროფილები ქართული ოცნების ხელისუფლებაზე მუშაობდნენ, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, ხელს უწყობდნენ ანტიამერიკულ განწყობებსა და ყალბი ახალი ამბებით ებრძოდნენ ოპოზიციას.

შესაბამისად, ფეისბუქის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ-ანგარიში) გააუქმა

ფეისბუქი წერს რომ “ისინი ჩართულნი იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში, რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა" - წერია ფეისბუქის განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია რომ ყალბი გვერდები იმეორებდნენ რუსულ პროპაგანდას. 

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. 

გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება"- წერია ფეისბუქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე დროს, ირკვევა რომ გაუქმებული ყალბი გვერდებისა და პროსახელისუფლებო ჯგუფებში დაპოსტილი დეზინფორმაციის რეკლამირებისათვის, 316 000 დოლარია დახარჯული.

"ფეისბუქი აუქმებს არაავთენტურ ქმედებებში ჩართულ ანგარიშებს, რომელთა მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მანიპულაციური ხერხებით მათ შეხედულებებზე გავლენის მოხდენაა" - სწორედ ამ დებულების საფუძველზე გააუქმა ფეისბუქის ადმინისტრაციამ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ფეიკ-გვერდები, პროფილები და ჯგუფები…

მათ შორის: Daily Info, NewsHub.ge, TodayNews.ge და OnTime.ge, რომლებიც ფეისბუქის გამოძიებით, ყალბ ახალ ამბებს ავრცელებდნენ და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულნი.


თეგები :